en | ge

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტი

რა არის „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტი?
„კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტით მეწარმეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, დაარწმუნონ თავიანთი სტუმრები, რომ მომსახურების მიწოდებისას  იცავენ სტუმართმოყვარეობის პრინციპებს, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას და გარემოს ასევე,  გააზრებული აქვთ  ვიზიტორების გამოხმაურების მნიშვნელობა.

ვის შეუძლია მიმართოს ეტიკეტის მისაღებად?
თავიანთი კომპანიის მომსახურებისთვის „კარგი მასპინძლის“ ხარისხის  ეტიკეტის მინიჭებაზე  შეიძლება მიმართონ დედოფლისწყაროს რეგიონის ტურისტულმა  ბიზნესებმა.  ეტიკეტზე განაცხადის წარდგენა ნებაყოფლობითია და კომპანიისთვის უფასოა. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბიზნესს მიენიჭება „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტი, ასევე კარგი სახელმძღვანელო საშუალებაა ვიზიტორების მოლოდინების უკეთესად გასაგებად. ეტიკეტის  მისაღებად დაწესებული ზოგიერთი კრიტერიუმი სავალდებულოა, ნაწილი კი სარეკომენდაციოა. მეწარმეს, რომელსაც მიენიჭა ეტიკეტი, გადაეცემა „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტი და სახელობითი სერტიფიკატი, რომელიც უნდა განთავსდეს კომპანიაში ვიზიტორთა დასანახად  თვალსაჩინო ადგილზე. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს ეტიკეტი თავისი კომპანიის მარკეტინგსა და რეკლამაში.

თუ გსურთ შეაფასოთ თქვენი მზადყოფნა და გამოთქვათ ეტიკეტის მიღების სურვილი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა, ჩაატარეთ თვითშეფასება და გაგზავნეთ  მოთხოვნის განაცხადი.


სოფლის ტურიზმის ობიექტბის ხარისხის პროგრამა შემუშავდა ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსდა ESTDEV- ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის მიერ.